მარეგულირებელი კომისიის მიერ
მიღებული გადაწყვეტილება კომისიის წევრების მალულად.
დღეს 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია
„იმედის“ საქმეზე სასამართლოში, სპეცდანიშნულების რაზმის 3 ყოფილი
წევრი დაკითხეს. პროცესზე მოწმეებმა დეტალურად გაიხსენეს, 9 წლის წინ
განვითარებული მოვლენები და აღნიშნეს, რომ უშუალოდ დავალებებს ყოფილი
მაღალჩინოსნებისგან იღებდნენ. სხდომაზე ჩვენება მისცა
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა
გიორგი ფრუიძემ.
გიორგი ფრუიძემ აცხადებს, რომ
2007 წლის 8 ნოემბერს ტელეიმედისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის
გადაწყვეტილება კომისიამ ფსიქოლოგიური ზეწოლის
საფუძველზე მიიღო. ფრუიძე 7
ნოემბერს,მარეგულირებელ კომისიაში არ მისულა და
უკანონო გადაწყვეტილების შესახებ, ოდნავ მოგვიანებით კომისიის
ხელმძღვანელისგან შეიტყო.
ფრუიძეს ნონიკაშვილმა მოუყვა თუ
რა გზებით შეუჩერეს იმედს ლიცენზია. სადამსჯელო დოკუმენტი
ძალაში ფაქტია კომისიის წევრის ხელმოწერის გარეშე შევიდა,
მიუხედავად იმისა, რომ მის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
ზეწოლისა და კანონდარღვევით აკრძალული მაუწყებლობა.