საქართველოს
პრეზიდენტი
დონალდ
ტრამპს
აშშ-ს
პრეზიდენტად
არჩევას
ულოცავს.
“მაქვს პატივი გულწრფელად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტად არჩევა. 8 ნოემბერს ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა შემდგომ
განვითარებას, წარმატებას, მშვიდობას და უსაფრთხოებას საკუთარი
ქვეყნის კეთილდღეობის შემდგომი სიმაღლეების მისაღწევად. გამუდმებით,
ჩემი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების ყოველ ეტაპზე, ჩვენ ვგრძნობთ
ამერიკელი ხალხისა და მისი მთავრობის უზარმაზარ მხარდაჭერასა და
თანადგომას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს
სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის
ურყევ მხარდაჭერაში აშშ-ის განსაკუთრებული როლისათვის, რასაც ქართველი
ხალხი უაღრესად აფასებს. მოუთმენლად და დიდი იმედით ველი ჩვენს
შემდგომ თანამშრომლობას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი
ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი
ძალისხმევით ქართულ-ამერიკული მრავალწლიანი მეგობრობა და ძლიერი
ურთიერთკავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი
ქვეყნების საკეთილდღეოდ- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის
განცხადებაში.
დონალდ ტრამპს აშშ-ს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს საქართველოს
პრემიერ-მინისტრიც. შესაბამის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ
ქსელ „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.„ვულოცავ დონალდ ტრამპს
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და ველოდები,
საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას სამომავლოდ“,
- წერს გიორგი კვირიკაშვილი.