ეროვნული ვალუტა დოლართან
მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული
დოლარის ღირებულება 2 ლარი და 47 თეთრია. ზოგიერთ კომერციულ
ბანკში კი ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 52 თეთრია. ექსპერტების
ნაწილი ლარის გაუფასურებას დოლარზე ჭარბ მოთხოვნას უკავშირებს და
უახლოეს მომავალში ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების ან
გამყარების მოლოდინი არ აქვს. რაც შეეხება ლარის კურსის ვარდნის
საფუძველს. მათი აზრით, ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულების
შემდეგ ქვეყანაში უცხოური ვალუტის და ამ შემთხვევაში, ძირითადად
დოლარის შემოდინება შემცირდა, რის გამოც დაირღვა
ბალანსი ლარის მასასა და დოლარის მასას შორის. ლარის კურსთან
დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა მმართველ გუნდსა და
ოპოზიციაშიც.