კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა 21 ნოემბერს გახდება ცნობილი.

2030.news-ის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაცია მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტში სწორედ 21 ნოემბერს გადააგზავნის. ამასთან, მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე გადაწყვეტილია. კერძოდ, არსებული ინფორმაციით,  ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის; დიმიტრი ქუმსიშვილის ადგილს გიორგი გახარია დაიკავებს.მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ იქნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ალავიძე შეცვლის.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში იქნება "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელიც სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის თანამდებობას დაიკავებს.  დავით ბაქრაძე კი, როგორც ცნობილია, ამერიკაში ელჩად განაგრძობს მუშაობას.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები