პროკურატურამ სამ გახმაურებულ
საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებული პირების
განაჩენების გადასინჯვის
გადაწყვეტილება მიიღო. როგორც უწყებაში განმარტეს, გადაიხედება
განაჩენები თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის
მკვლელობაში მსჯავრდებულების: გიორგი და ნოდარ გვიჩიანების, ნიკა
ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ. ასევე,
გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის
მსჯავრდებულის თამაზ გოგიას და კოდორში განვითარებული მოვლენების დროს
დაკავებული მსჯავრდებულის ნორა არღვლიანის მიმართ.
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე,
აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური
გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, მოპოვებული იქნა ახალი
მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ
საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც
გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი,
რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან. პროკურატურამ სააპელაციო
სასამართლოს თელასის და თამაზ და ეთერ ნინუების საქმეზე უკვე
მიმართა.