კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
თავდაცვის კომიტეტში მოადგილე ვერ აირჩა
კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტში 
ემზარ კვიციანსა და ირაკლი აბესაძეს შორის  არჩევანი კვლავ ვერ გაკეთდა. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის შემადგენლობა ოპოზიციის კვოტით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად დღესაც უშედეგოდ  შეიკრიბა. კენჭისყრაზე აბესაძეს კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა მხარი. მას თანამდებობის დასაკავებლად მხოლოდ 1 ხმა დააკლდა, გადაწყვეტილების მისაღებად  რეგლამენტის თანახმად  9 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ემზარ კვიციანს კი მხარი კომიტეტის 5-მა წევრმა დაუჭირა, მათ შორის იყვნენ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, ასევე კობა ნარჩემაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე. 
ცნობილია, რომ ქვოტების მიხედვით  კომიტეტის თავმჯდომარეების  მოადგილეებში 12 მოადგილის პოსტი "ნაციონალური მოძრაობის" 3 კი ინაშვილის გუნდის წევრებს უნდა დაეკავებინათ.

ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ამ შეთანხმებას დეპუტატებმა პატივი უნდა სცენ, თუმცა დღეს, ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე  მასთან  არანაირი შეთანხმება არ ყოფილა.

კენჭისყრის პროცესს წინ უძღოდა კამათი კომიტეტის წევრებს შორის. ოპოზიციის კვოტით თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხს თავდაცვის კომიტეტი მოგვიანებით დაუბრუნდება.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები