ე.წ.
ნავთლუღის
სპეცოპერაციის
საქმეზე
ბრალდებული
კუდ-ის
დგებუაძემ
2006
წლის
12
იანვარს
ნავთლუღის
ავტოსადგურის
ტერიტორიაზე
ჩატარებული
სპეცოპერაციის
დეტალებზე
ისაუბრა
და
აღნიშნა,
რომ
უშუალოდ
სროლაში
მას
მონაწილეობა
არ
მიუღია.
დგებუაძის
თქმით,
მისი
მოვალეობა,
ნავთლუღის
ავტოსადგურის
მიმდებარე
ტერიტორიის
ბლოკირება
და
იმ
ახალგაზრდების
გადაადგილების
კონტროლი
იყო,
რომლებიც
ავტოსადგურის
ტერიტორიაზე
მის
თანამშრომელს
უნდა
მიეყვანა.
როგორც
დგებუაძემ
აღნიშნა,
სროლა
რამდენიმე
წუთი
გაგრძელდა,
მისი
შეწყვეტის
შემდეგ
კი
ის
ავტოსადგურის
ტერიტორიაზე
შევიდა
და
ვითარების
გარკვევა
სცადა.
ბრალდებულის თქმით, მან
დაინახა
რომ
შალვა
თათუხაშვილი
დათა
ახალაიას
ესაუბრებოდა
სპეცოპერაციის
დეტალებზე.
როგორც
გია
დგებუაძემ
აღნიშნა,
ვიდრე
სპეცოპერაცია
ჩატარდებოდა,
დათა
ახალაის
მოადგილესთან
დავით
ჩხატარაშვილთან
მოხდა
მისი
დაგეგმვა,
სადაც
გადაწყდა,
რომ
იმ
სამი
ახალგაზრდის
და
იმ
პირების
დაკავება
ვისაც
ისინი
ავტოსადგურში
უნდა
შეხვედროდნენ,
სპეცრაზმს
უნდა
მოეხდინა.