სიახლეები
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადება
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის
დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ.
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე 2015
წელს სასმართლომ დაზარალებულებად სცნო, თუმცა როგორც თავად ამბობენ,
გაუგებარი მიზეზების გამო საქმეს არ მიეცა მსვლელობა. დამფუძნებელები
განმარტავენ, რომ ქიბარ ხალვაშის წამოწყებული სამოქალაქო დავა
აღმოჩნდა ერთადერთი სამართლებრივი გზა რის გამოც მას მხარი დაუჭირეს,
თუმცა დავის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ამბობენ, რომ
პროკურატურის უმოქმედობის გამო, კვლავ არ აქვთ არანაირი სამართლებლივი
ბერკეტი აქტიურად ჩაერთონ პროცესში. "იმედი გვაქვს, რომ დიდი პალატის
გადაწყვეტილება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის
ხანგრძლივ პროცესში. რაც შეეხება საქმის სამართლიან ფინალს, ის
დადგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ დაუბრუნდება
დამფუძნებლებს. - ნათქვამია განცხადებაში. "რუსთავი 2”-ის
საქმე უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაშია. გადაწყვეტილება უახლოეს
მომავალში გახდება ცნობილი