პარლამენტი უბრუნდება თამბაქოს
მოხმარების შეზღუდვაზე მსჯელობას.
მალე მწეველებს მოუწევთ
არა,მწეველებზე ზრუნვა ყველგან, სადაც საზოგადოება იყრის თავს და
სივრცე დახურულია. ეს შეეხება პარლამენტსაც საიდანაც აკრძალვა უნდა
დაკანონდეს
„თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის
შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში დაახლოებით 6 თვეა ინიცირებულია,
თუმცა ჯერ არ განხილულა. საკითხი დღის წესრიგში პრემიერის განცხადებამ
დააბრუნა.
რესტორნებს, კაფეებსა და
საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებს თამბაქოს მოხმარებაზე
შეზღუდვის დაწესება მოუწევთ. ინიციატივაზე მომხმარებლების რეაქცია
არაერთგვაროვანია იმის მიხედვით - რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან
-მწეველებს თუ არამწეველებს.
ბიზნესოპერატორები ამბობენ, რომ
მთავრობის ინიციატივამ ბიზნესზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს, თუმცა
რეგულაციებისთვის მაინც მზად არიან.
სრულმასშტაბიანი თამბაქოს
კონტროლის ღონისძიებების განხორციელების გარეშე რეალურ ეფექტზე
საუბარი უჭირთ სფეროს სპეციალისტებს. ექსპერტები რეგულაციების
გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ.
გადაწყვეტილება თამბაქოს
მოხმარების კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს
ეკუთვნის. რეგულაციები ძალაში პირველი იანვრიდან შევა.