პარტიის შიგნით პოლიტიკური ბრძოლაა,
ერთ მხარეს მიშას სახელს ამოფარებული ახალაიას გუნდია თანამოაზრეებით
და მეორე მხარეს.
ბაქრაძე-ბოკერია-მელიას გუნდი
თანამოაზრეებით, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ოთარ
კახიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.
კახიძე ყველას მოწოდებს, „ნუ შერცხვებათ როცა ახალაიას გუნდის წევრს
უწოდებენ“ და ამ ფონზე თავად ადასტურებს, რომ ბოკერიას გუნდის წევრია.
”მინდა აღვნიშნო, რომ მე არ შემიფასებია ახალაიების საქმიანობის
სამართლებრივი მხარე და წარსულზე არ მისაუბრია, განსხვავებით
ოპონენტებისგან, რომლებიც პირდაპირ იშვერენ ხელს ენმ-ს ლიდერების
მიმართ, სამიზნედ ჰყავთ ამოღებული გიგი, გიგა და ვანო. ისეთ
კითხვარებს ადგენენ, ასავალ-დასავალის ჟურნალისტებს შეშურდებათ.
ნუგზარი, აკო და ჩიორა რომ ახალაიას გუნდს წარმოადგენენ, ახალი ამბავი
არ არის, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ახალაიას პოზიციაც
მახსოვს და მისი გუნდის მხარდაჭერაც, ახალაიას ადვოკატის განცხადებებს
რომ არ გაემიჯნენ და მას მერეც რომ განაგრძობს კამპანიას - ესეც
ცხადია, გიგას, გიგის, კეზერას და ვანოს საწინააღმდეგო მესიჯებიც რომ
ამ გუნდის მხარდამჭერებისგან მოდის - ესეც ნათელია”, - წერს ოთარ
კახიძე.
ოთარ კახიძის მტკიცებით, ბოკერიას თანამოაზრეების მიზანი არის არა
მიშას გარიყვა და მისგან გამიჯვნა, არამედ პარტიის ”ლიდერშიფის”
სრულფასოვნად დაკომპლექტება, განვითარება და ივანიშვილის
დამარცხება.