ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმეზე
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ექსპერემიერ ზურაბ ჟვანიას ძმა
გაუგებარს უწოდებს.
გოგლა ჟვანია მოითხოვს, რომ
პროკურატურამ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს კიდევ ერთხელ
გადახედოს. მისი თქმით, ლევან ჩაჩუამ საქმეში ნამდვილად
გამოიჩინა გულგრილობა და სასამართლოს მტკიცებულებები არ
წარუდგინა. ჟვანიას საქმეს „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია
ქუცნაშვილიც გამოეხმაურა, მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ ვერ დაიცვა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და გარკვეული ეჭვების და საზოგადოების მაღალი
ინტერესის გამო, გამოძიება კვლავ უნდა გაგრძელდეს.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების
საქმის მთავარი გამოძიება პროკურატურაში ჯერ კიდევ
გრძელდება.
უზენაესმა სასამართლომ
პროკურატურის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის
შესახებ გადაწყვეტილება გაავრცელა. მოსამართლეთა პოზიციით არ
არსებობს გარემოება, რომლის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლოს
განაჩენი შეიცვლებოდა და საქმის სამართლებრივი განვითარება იქნებოდა
შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილება საბოლოოოა და აღარ გასაჩივრდება.
ექსპერტი 2014 წელს დააკავეს და მას პროკურატურამ სამსახურეობრივი
გულგრილობის ბრალდება წაუყენა.