ე.წ.
ფოტოგრაფების
საქმეზე
დაკავებულიდავით
დევნოზაშვილის
ადვოკატის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს,
რომლის ჩადენასაც მას პროკურატურა ედავება, არ აღიარებს.
ადვოკატის განმარტებით , დევნოზაშვილისთვის ბრალი ჯერ
ოფიციალურად არ წაუყენებიათ. ადვოკატის ინფორმაციით, სახელმწიფო
ბრალდებას მისთვის არც საქმის მასალები გადაუცია და შესაბამისად,
მისთვის უცნობია, თუ რა მტკიცებულებები მოიპოვა
პროკურატურამ. ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და
დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული
სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე შსს
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს
უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავეს, ხოლო
სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის
ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების
შესახებ.