კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
„მაესტროს კონტაქტის“ განმარტება
17 დეკემბერს, "კონტაქტში 18" - ზე გავიდა რეპორტაჟი საღებავების ქარხანა "პროფიკოლ პლიუსის" შესახებ.
რომელიც 2015 წელს დაიწვა. დამატებითი მოკვლევის შედეგად კონტაქტმა დაადგინა, რომ მამუკა რუხაძე, რომელიც ხანძარს ემსხვერპლა,რეესტრის მიხედვით, არ ფიქსირდება კომპანია "პროფიკოლ პლიუსის" არც დამფუძნებლად და არც დირექტორად კომპანიის არსებობის სრულ პერიოდზე.

ამას გარდა, საინფორმაციო სამსახური დაუკავშირდა პიროვნებას, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი ზემოთაღნიშნულ სიუჟეტში ახსენებდა და ბრალს სდებდა. და რომელთანაც სიუჟეტის მომზადებისას კონტაქტი ვერ შედგა. შესაბამისად, ჩვენთვის დამატებითი ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი.

კერძოდ, თავად ნიკა იამანიძე, აღნიშნულ საწარმოში 2011 წლიდან აღარ მუშაობს და მას შემდეგ "პროფიკოლ პლიუსთან" არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა და არ აქვს.

საქმე მომხდართან დაკავშირებით არ არის აღძრული არც განზრახ მკვლელობისთვის და არც ქონების განზრახდაზიანებისთვის. გამოძიება მხოლოდ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს.

ნიკა იამანიძეს არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს ლევან ბოჭორიშვილთან, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილად ასახელებდა.  ნიკა იამანიძეს არანაირი ფინანსური დავალიანება არ ჰქონია და არ აქვს აწ გარდაცვლილი მამუკა რუხაძის მიმართ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები