თურქეთში, რუსეთის სრულუფლებიანი
ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის
საქმესთან დაკავშირებით
პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა.
ძალოვანი უწყების
წარმომადგენლებმა აიდინის პროვინციაში თავდამსხმელის ოჯახის წევრები
და ნათესავები დააკავეს. მევლუთ აიდინტასი ანკარას პოლიციაში
მუშაობდა. ის სამსახურიდან ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის წვერობის
ბრალდებით სამსახურიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. თურქეთის
დედაქალაქში ფოტოგამოფენაზე მყოფ რუს დიპლომატზე შეიარაღებული
თავდასხმა შეაფასა უკრაინის რადას დეპუტატმა ვლადიმერ პარასიუკმა და
თავდამსხმელს გმირი უწოდა. ეს განმარტება მან ფეისბუქის პირად გვერზე
გააკეთა.
მოსკოვში კი ცოტა ხნის წინ
სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ
შეხვედრას რუსეთის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები
ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ რუსეთისა და თურქეთის პირველმა
დიპლომატებმა დაღუპული ელჩის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
უსაფრთხოების მიზნით, დღესვე ანკარაში ამერიკის შეერთებული შტატებისა
და ირანის საელჩოები დროებით დაიხურა.
შეგახსენებთ 22 წლის
შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 62 წლის დიპლომატს, იმ დროს ესროლა,
როდესაც ის ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა.