პატრიარქს იუბილე საქართველოს
პრემიერ-მიონისტრმა,
პრეზიდენტმა და პარლამენტის
თავმჯდომარემაც მიულოცეს.
ჩვენ ხალხს წილად ხვდა ბედნიერება ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი
წინამძღოლი ქვეყნის თავისუფლებისაკენ სვლის ურთულეს და დრამატულ
ეპოქაში. თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა შინაგანი სრულქმნის ორიენტირს
წარმოადგენს თქვენი მრევლისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას საქართველოსა და თქვენი სამწყსოს
საკეთილდღეოდ”, - ნათქვამია პრეზიდენტის მისალოცში. განცხადება
გაავრცელა პარლამენტის თავმჯდმარემაც - დიდია თქვენი ღვაწლი
საქართველოს არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო ცხოვრებაშიც.
უმნიშვნელოვანესი და ფასდაუდებელია თქვენი როლი საქართველოს უახლესი
ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში. პირადად ჩემი და საქართველოს
პარლამენტის სახელით, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა
უფლის სადიდებლად და ჩვენი ერისა და ხალხის სამსახურში“, - ნათქვამია
პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის
თავმჯდომარემაც მილოცვაში ხაზი გაუსვა პატრიარქის
მოღვაწეობას ერისა და სამშობლოს სამსახურისთვის. ის ჩვენთვის
ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების,
მიმტევებლობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითი. ვუსურვებ
მას დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩვენი სამშობლოს
საკეთილდღეოდ.