კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
გია ცერცვაძის ოჯახის პოზიცია და ომბუდსმენის გამოხმაურება
გია ცერცვაძის ოჯახი რუსეთის საგამოძიებო სტრუქტურების მიერ ქართველი სამხედროსათვის წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

დღეს „კონტაქტი“ გია ცერცვაძის ოჯახს გორში ესაუბრა.  უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედროს მეუღლე ტატიანა მესხი.  ჩვენ კორესპონდენტთან  ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსი სამართალდამცველების მიერ წაყენებული ბრალდებულებები უსაფუძვლოა და გია ცერცვაძის ექსტრადირება  ფედერაციის ტეროტორიაზე დაუშვებელია. ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველი სამხედროს ოჯახის წევრები მიიჩნევენ  რომ რუსული გამოძიების მიერ დადგენილი  ეგრეთწოდებული დანაშაულის ჩადენის მონეტში ცერცვაძე აფხაზეთის უშიშროების საბჭოს წევრი იყო და შეუძლებელია ამ პერიოდში რაიმე სახის დანაშაულში მონაწილეობაზე იყოს საუბარი.  ქართველი ჯარისკაცი, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ მხოლოდ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები