კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ახალი ელჩები სამ სახელმწიფოში

საქართველოს პრეზიდენტმა კანადაში,  კორეასა და ყაზახეთში ახალი ელჩები დანიშნა.

განკარგულებებს სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ხელი დღეს მოაწერა. ქვეყნის პირველი პირის განკარგულებების მიხედვით, 2017 წლის 1 მარტიდან კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და, ასევე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კონსტანტინე ქავთარაძე დაინიშნა.

2017 წლის 1 მარტიდან კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ოთარ ბერძენიშვილი, ხოლო მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ზურაბ აბაშიძე დაიკავებს.

გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრები გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები