კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
უბედური შემთხვევა ბათუმში
უბედური შემთხვევა ბათუმში.
ინასარიძის 14 ნომერში 70 წლამდე ქალბატონი და 50 წლის მამაკაცი გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. ამ დრომდე უცნობია დედა-შვილის დაღუპვის მიზეზი. მეზობლები აცხადებენ, რომ 3 დღის განმავლობაში ისინი ბინიდან გამოსული არავის უნახავს, რის შემდეგაც მათი მდგომარეობის გასარკვევად პოლიცია გამოიძახეს. ბინაში საგამოძიებო მოქმედებები სამი საათი მიმდინარეობდა. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სწორედ ამის შემდეგ გახდება მათი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. ადგილზე ერთადერთ ვერსიას - გაყინვას განიხილავდნენ. თუმცა ოჯახის ახლობლები ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ. ისინი ვარაუდობენ რომ მამაკაცი გულით გარდაიცვალა, მას  ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და შესაბამის მედიკამენტებს იღებდა; ლოგინად ჩავარდნილი დედა კი სავარაუდოდ დახმარებისათვის საწოლიდან წამოდგა და დაეცა. ცხედრებს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც იმყოფებოდა. ზაალ მიქელაძის განცხადებით, ის ოჯახს კარგად იცნობდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები