კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
შემთხვევა ბათუმში
ბათუმში ინასარიძის 14 ნომერში დედა-შვილი საკუთარ სახლში სამართალდამცავებმა გარდაცვლილი იპოვეს. 

70 წლამდე ქალბატონისა და  50 წლის მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.  დაღუპვის ერთ-ერთ მიზეზად, გაყინვა დასახელდა. ოჯახს ელექტრო -ენერგია სავარაუდოდ,  26 იანვრიდან არ მიეწოდებოდა. გაყინვის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს ოჯახის ნათესავები, ისინი ვარაუდობენ, რომ დედა-შვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ იმსხვერპლა. ცხედრებს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. გარდაცვლილები  უკვე ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ, განმარტებები გააკეთეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში, მერიასა და სოციალური მომსახურების სააგენტოში-სარგებლობდა თუ არა ოჯახი ქვეყანაში არსებული სოციალური პაკეტებით და დაიწყო თუ არა გამოძიება.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები