ნებისმიერი მცდელობა, რომ
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება საქართველოს
ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე,
წარმოადგენს საქართველოს
სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და მორიგ
ნაბიჯს, გადადგმულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი
ანექსიისაკენ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის
განცხადებაში, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში 9 აპრილს დანიშნულ ე.წ.
პლებისციტს ეხება. კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას რომ
გადადგას რეალური ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების
დეოკუპაციისაკენ და მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას რომ წინ
აღუდგნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის
ხელყოფას და ამ ე.წ. არჩევნებსა და პლებისციტის შედეგების
ლეგიტიმაციის ნებისმიერ მცდელობას”, - ნათქვამია პრეზიდენტის
განცხადებაში.
შეგახსენებთ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა
ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პლებისციტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების
დღეს - 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება.