საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არხის გენერალური
დირექტორის მიერ წარმოდგენილი გეგმის განხილვას იწყებს.
საბჭოში ამბობენ, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით ღია დისკუსია
დაიწყება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
გენერალურ დირექტორს ხუთშაბათს შეხვდება პარასკევს კი ბორდის
სპეციალური შეკრება ჩაინიშნა - ამ გადაწყვეტილებით დასრულდა დღეს
სამეურვეო საბჭოს თითქმის სამ საათიანი შეხვედრა, რომელზეც
გენერალური დირექტორის მიერ შემოთავაზებულ გეგმას განიხილავდნენ.
ბორდის წევრებს ყველაზე მეტი კითხვა შენობის
შეცვლასთან დაკავშირებით ჰქონდათ, ისინი არ გამორიცხავენ
ვერსიას რომ ტელევიზიის ტეროტორიის მიმართ კონკრეტულ
პოლიტიკურ პირებს ჰქონდეთ დაინტერესება. რაც შეეხება სავარაუდო
გათავისუფლებებს საზოგადოებრივ მაუწყებელში-სამსახურიდან
გასაშვებთა სია ჯერ შედგენილი არ არის თუმცა შესაძლებელია რომ
ტელეკომპანია ასობით თანამშრომელმა დატოვოს. ეს განცხადება დღეს
მედიასთან ია ანთაძემ გააკეთა. რას აცხადებენ სამეურვეო
საბჭოს წევრები?