საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭო, ვასილ მაღლაფერიძის რეფორმების გეგმის
განხილავს
ხუთშაბათს დაიწყებს. ამის შემდეგ
ჩაინიშნება ბორდის შეხვედრა თანამშრომლებთან და სამოქალაქო სექტორთან.
როგორც წინასწარ არის ცნობილი, მაკონტროლებელი საბჭო არხის ახალ
მენეჯმენტს ყველაზე მეტ კითხვას, თანამშრომელთა შრომით უფლებებსა და
შენობის შეცვლის საკითხებზე დაუსვამს. რაც შეეხება ტელეკომპანიისათვის
ახალი ოფისის აშენებისა და ნიუსრუმის მოწყობის საკითხს,
როგორც ბორდის წევრები აცხადებენ, 2016 წელს, ჩატარდა ტენდერი
და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანიაც, რომელსაც ახალი ნიუსრუმის
მშენებლობა უნდა დაეწყო, თუმცა მათივე თქმით, აღნიშნული შეთანხმება
გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს შემოთავაზების საფუძველზე.
მოგვიანებით ამ საკითხზე სამინისტრომ სპეციალური განცხადებაც
გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა
ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის
ამჟამინდელ ტერიტორიაზე, ე.წ. მესამე კორპუსში საკუთარი ხარჯით
უზრუნველყოს ახალი კორპუსის მშენებლობა. ამავე წერილში ნათქვამია, რომ
ამ დროისთვის კოსტავას 68-ში მდებარე შენობა-ნაგებობების გასხვისების
საკითხს არ განიხილება.