კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
კირვალიძე პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

დავით კირვალიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

შესაბამის განკარგულებას გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

დავით კირვალიძე ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. CNFA აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო პროექტებს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. 2006 წლიდან დღემდე CNFA-მ საქართველოში 10-მდე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. დავით კირვალიძე არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წლების განმავლობაში იგი კითხულობდა ლექციებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, აშშ-საქართველოს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტსა და მერილენდის უნივერსიტეტში (აშშ). დავით კირვალიძე ორჯერ იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები