დაპირისპირება საწარმოს
გამო.
ქიბარ ხალვაშის ძმის ნიაზ ხალვაშის
კუთვნილი კომპანია ხელვაჩაურში ფილებისა და სამშენებლო
მასალების ქარხნის დაბრუბებას ითხოვს,
რომელიც აქამდე კომპანია "ტრანს კავკასიის კრისტალს"
ეკუთვნოდა.
ნიაზ ხალვაში თანამშრომლებთან და
დაცვის სამსახურთან ერთად შენობაში გვიან ღამით შევიდა, თუმცა
ტერიტორიის დატოვებას არც ყოფილი მესაკუთრე აპირებს.
საწარმო ნიაზ ხალვაშმა 2006 წელს
შეიძინა, თუმცა ორი წლის შემდეგ მას ქარხანა ჩამოართვეს. 2010 წელს
იგი „ტრანს კავკასიის კრისტალმა“ შეიძინა. თუმცა „თიბისი ბანკთან“
წარმოშობილი დავის გამო ქონება ბანკმა დააყადაღა და 30 მარტს
აუქციონის წესით იგი ბანკისგან კვლავ ნიაზ ხალვაშის კომპანიამ
შეიძინა. ხალვაშმა საჯარო რეესტრიდან საკუთრების
დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინა, თუმცა მოწინააღმდეგე
კომპანიის ადვოკატი აცხადებს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ნიაზ ხალვაშის
შესვლა უკანონოა, რადგან მას არააქვს სასამართლოს განჩინება
აღსრულებასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ტერიტორიაზე
სამართალდამცავები იმყოფებიან, ქარხანა კი მუშაობას
განაგრძობს.