1 პოლიციელი დაიღუპა და 2
დაშავდა პარიზში თავდასხმის შედეგად.
პირი, რომელმაც სამართალდამცველებს
ცეცხლი გაუხსნა ადგილობრივი იყო და პარიზის გარეუბანში ცხოვრობდა.
სამართალდამცველები განმარტავენ, რომ 39ი წლის მამაკაცი რადიკალი
ისლამისტი იყო. მისი ლიკვიდირება ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა
ადგილზე შეძლეს თუმცა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველების
თქმით, სამართალდამცველებს ცეცხლი ავტომობილიდან გადმოსულმა მამაკაცმა
მოულოდნელად გაუხსნა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც საფრანგეთის
პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო დებატები მიმდინარეობდა.
თავდასხმის გამო წინასაარჩევნო შეხვედრები გააუქმა
პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა. ულტრა
მემარჯვენე მარინ ლე პენმა კი, მომხდარს საშინელება უწოდა და
რადიკალიზმის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით ბრძოლაზე გაამახვილა
ყურადღება. ერთ-ერთი პირველი ვინც პარიზში მომხდარ თავდასხმას
გამოეხმაურა დონალდ ტრამპი იყო. მან იტალიის პრემიერთან ერთად
ვაშინგტონიდან ფრანგ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. საფრანგეთის
პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭო უკვე მოიწვია. შანზ-ელიზეზე მომხდარ
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ
აიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის
ნომრებს აქვეყნებს. სამინისტროს ინფრომაციით, საჭიროების შემთხვევაში
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს
საფრანგეთში ენომერზე- ს. +33 7 83 31 86 89
საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკატერინე სირაძე-დელონეს
განცხადებით, ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეებს მათთვის არ
მიუმართავთ.