კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
სტიქია გურიასა და აჭარაში

ძლიერმა ქარმა   ოზურგეთში  მამაკაცი იმსხვერპლა.

გურამ ნაცვალაძე ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის შეკეთებას ცდილობდა  რა დროსაც გადმოვარდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა .  ხერხემლის დაზიანებით საავადმყოფოში მოხვდა კიდევ ერთი პირი,   ოზურგეთში ქუჩაში მიმავალ მანქანას ხე დაეცა. ავტომობილში მჯდომი  მამაკაცი  საავადმყოფოშია მოთავსებული, ამას გარდა     სტიქიამ  მაღალსართულიან საცხოვრებელ და კერძო  სახლებს  სახურავები  გადახადა. ასევე  მძიმე  მდგომარეობაა  სოფლებშიც,    გრიგალის  შედეგად  ერთი  სახლი სრულად  დაინგრა.  მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ბუნებრივი  აირის მილსადენები  და  ელექტროგადამცემი  ხაზები.   შესაბამისი  სამსახურები  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან  ერთად რეგიონის ყველა პრობლემურ ზონაში არიან  განაწილებულები. მობილიზებულია  სახანძრო  და  სასწრაფო   დახმარების  სამსახურები.  მუნიციპალიტეტებში   შექმნილია  საგანგებო  შტაბები. ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია.

ზარალს  ითვლიან აჭარაშიც     ხელვაჩაურში სოფელ ჭარნალში ძლიერმა ქარმა შაინიძეების  სახლი დაანგრია. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. დაზარალებულების განცხადებით, სახლი დანგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვეს. მათივე თქმით, ქარმა სოფელში რამდენიმე სახლი დააზიანა. შაინიძეების 4 სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები