ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანის
შეხვდა. იოჰანიმ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს
მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება
მიულოცა. გამოითქვა იმედი, რომ ვიზალიბერალიზაცია ხელს შეუწყობს
რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო
ურთიერთობების გაღრმავებას, ხალხთაშორის კავშირების გამყარებას და
ტურიზმის განვითარებას. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ
გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ
ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის, როგორც საერთაშორისო მონიტორინგის ძირითადი
მექანიზმის მნიშვნელობა და ამ მისიაში რუმინეთის მონაწილეობის
როლი. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო
სამშვიდობო ოპერაციებში. უკვე შედგა პრემიერმინისტრების
პირისპირ სეხვედრა ასევე გაფართოებული მოლაპარაკებები დელეგაციის
წარმომადგენელთა მონაწილეობით.