„საქართველოს
მთავარმა
პროკურატურამ
ბრალდებულ
გიორგი
მამალაძის
საქმეზე
გამოძიება
დაასრულა.
საქმე არსებითი განხილვისათვის
სასამართლოში გადააგზავნა.
ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. „მოპოვებული
მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით,
თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების
მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან, რის საფუძველზეც 2017
წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება,“ -
აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურის ინფორმაციით,
გამოძიების ფარგლებში საქმეზე ჩატარდა 600-მდე საგამოძიებო და
საპროცესო მოქმედება, მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა,
რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და
მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის
მომზადებასთან, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი
მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის
„გ“ ქვეპუნქტით, რაც ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებას
გულისხმობს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი
წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვისთვის.
საქმის წინასასამართლო განხილვა 5
მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.