კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
სატელევიზიო მომსახურების ტარიფები
გაძვირდება თუ არა საკაბელო ტელევიზიების მომსახურების  სააბონენტო გადასახადი.

ეს ჯერჯერობით უცნობია და შედეგი უშუალოდ  კომპანია  GMR-ის  და საკაბელო კომპანიების წარმომადგენლების მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. გაუგებრობა კი ცოტა ხნის წინ დაიწყო, ორი მედია ჰოლდინგის კომერციული ინტერესების დასაცავად  კომპანია „მედია რაითს ჯორჯია“ შეიქმნა,  რომლისგანაც საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებულ 110 -ივე  საკაბელო ოპერატორს, წერილობით შეატყობინეს,რომ  კომპანია  მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვდა წინააღმდეგ შემთხვევაში საკაბელო არხებს - 1 ივნისიდან  “რუსთავი 2-ის“, „მაესტროს“, „იმედის“, „ჯიდიესის“, „კომედი არხის“ და  "მარაოს" პროდუქტის საკუთარ სივრცეში განთავსების უფლება შეეზღუდებოდათ. საკაბელო კომპანიების ნაწილი დაინტერესდა ნაწილმა კი, მათ შორის კომპანია "სილქნეტმა" წერილზე რეაგირება არ მოახდინა და პირდაპირ აბონენტებს მიმართა, რომ  შესაძლოა ამ ტელეკომპანიების მოთხოვნის საფუძველზე მათ გადასახადები გაეზარდოთ.  GMR-ში განმარტავენ ფასზე უკვე გაგზავნილ შეტყობინებაში საუბარი არ ყოფილა და პარტნიორებს მოლაპარაკებებს და ურთიერთობის რამდენიმე გზის განხილვას სთავაზობდნენ.

აქვე  იმასაც დასძენენ,  რომ მოსახლეობას არჩევანი აქვს და ქართული მაუწყებლების ეთერის ხილვა უფასოდ სხვა პლატფორმებიდან შეუძლია, მათ შორის თანამგავზრული სისტმემების მეშვეობითაც. საკაბელო ოპერატორებისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შორის შექმნილ ვითარებას კომუნიკაციების კომისია სწავლობს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები