გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში
მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის წინააღმდეგ ე.წ. პროკურატურამ
„სისხლის სამართლებრივი დევნა“ შეწყვიტა.
ეს პასუხი მიიღო საქართვე;ოს ცენტრალურმ ელისუფლებამ გალში
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 46-ე
შეხვედრაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ
გადაწყვეტილებას უკიდურესად ნეგატიურსა და ცინიკურს უწოდებს და
პირობას დებს, რომ ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს. რათა
მსჯავრდებული ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ზოლზე ბოლო პერიოდში
გააქტიურებულ ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს და იმ პრობლემებს, რომელიც
ადგილობრივებს ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შედეგად შეექმნათ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი
შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება“.