ამერიკის შეერთებულ შტატებში
დაკავებული 15 ქართველიდან ორი შესაძლოა ცნობილი სპორტსმენი
აღმოჩნდეს.
ფაქტს ჯერჯერობით ოფიციალური
წყაროები არ ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ
ქართველებს შორის ცნობილი მოკრივე ავთანდილ ხურციძეც ირიცხება, თუმცა
სპორტსმენის ოჯახის წევრებს, მსგავსი ფაქტი არ დაუდასტურებია.
ახლობლები აცხადებენ, რომ მოკრივე ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ
გაფრინდა.
შეგახსენებთ 15 ქართველი
სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს მათ შორის არიან კანონიერი
ქურდები. მათ კრიმინალური და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა ედებათ
ბრალად. იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის
მიხედვით, ყველა დაკავებული რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის
წევრია.
უწყების განცხადებით,
ეჭვმიტანილთა ნაწილს ბრალი, იარაღის უკანონო ტარებაში,
ნარკოდანაშაულში, ძარცვაში, ფინანსურ მაქინაციებსა და მკვლელობაშიც კი
დასდეს. იუსტიციის დეპარტამენტის ანგარიშით 18 მათგანი
სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა. დანარჩენი 15 დაკავებულის საქმეს კი
მანჰეტენისა და ფლორიდის ფედერალური სასამართლოები
განიხილავენ.