კრისტიან ურსე : სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს
მე
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას
გააკეთებს"
სტასბურგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს.
ასე პასუხობს ჟურნალისტების კითხვას, ვანო მერაბიშვილის საქმესთან
დაკავშირებით ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან
ურსე
"ტექნიკური თვალსაზრისით, სტასბურგის სასამართლოს ნებისმიერი
გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს
ხელისუფლება ამას გააკეთებს", -განაცხადა კრისტიან ურსემ.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემეირ-მინისტრის, ვანო
მერაბიშვილის საქმეზე ოფიციალური პრესრელიზი 14 ივნისს
გამოაქვეყნა.
"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ:
არ დარღვეულა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის
პარაგრაფ 1 (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება), რომელიც
ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25
მაისის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს; არ
დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი (გონივრულ ვადებში
სასამართლო გარჩევის ჩატარება ან სასამართლომდე გათავისუფლება),
რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის
22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლიანობას; დაირღვა
კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი, რომელიც ეხება მერაბიშვილის
წინასწარი პატიმრობის გადახედვის შესახებ 2013 წლის 25 სექტემბრის
სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი
(უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ
1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის
წინასწარი პატიმრობა ასევე იქნა გამოყენებული პროკურატურის მიერ
როგორც შესაძლებლობა, მოეპოვა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი
გამოძიებისთვის, კერძოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას
გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექს-პრეზიდენტის ფინანსური
საქმიანობის გამოსაძიებლად", - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს
პრესრელიზში.