კანდელაკის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
მიხეილ ც.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში
გარდაიცვალა.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და
ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული
ბექა დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 ივლისს,
თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, შურისძიების ნიადაგზე, ნაცნობს - 1984
წელს დაბადებულ მიხეილ ც.-ს ცეცხლსასროლი იარაღით თავისა და
გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა. მიხეილ ც. მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში
გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე
საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი -
ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული
ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.