კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სამართალი
გიორგი პაპუაშვილი ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს პასუხობს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დეპუტატების
- ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ ქართული საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისადმი გავრცელებულ მიმართვას განცხადებით პასუხობს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბესელიას და ფოფხაძის განცხადებები მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანია.

„ქ-ნი ეკა ბესელიას, ბ-ნი გედევან ფოფხაძის და სხვა პოლიტიკოსების მიერ დღეს გავრცელებული განცხადებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანია, ხოლო ცალკეულ მოსამართლეებზე პოლიტიკური თავდასხმების, მათი დევნის რეალურ მიზეზს წარმოადგენს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართველი და უცხოელი დამკვირვებლების მიერ შეფასებული იქნა პროგრესულ გადაწყვეტილებებად და ჩვენ სახელმწიფოში დემოკრატიულობისა და კანონის უზენაესობის ერთ-ერთ ინდიკატორად. განცხადებებში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, განპირობებულია კანონისა და სასამართლო პრაქტიკის ცოდნის ნაკლებობით, მიზნად ისახავს მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეგავლენის მოპოვების და საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობას.

ასევე საგანგაშოა გუშინ გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სავარაუდო გავრცელების განზრახვის შესახებ. ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ აღკვეთოს ასეთი დანაშაულებრივი განზრახვა, თუ ის რეალურია, არამედ მიმართოს სათანადო ძალისხმევას საკონსტიტუციო სასამართლოს შეუფერხებელი საქმიანობისათვის აუცილებელი გარემოს შესაქმნელად.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი და რამდენიმე ჩემი კოლეგის მხრიდან გაკეთდა საკმარისად ცხადი განცხადებები სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. თითოეულმა ჩვენგანმა გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული დეტალური ინფორმაცია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და საბოლოო შეფასებები მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ.
რაც შეეხება ე.წ კაბელების საქმის რეგისტრაციის საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების
თუ საქმეთა განხილვის თანმიმდევრობის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს და ამ საკითხებში პოლიტიკოსების ჩარევის მცდელობა დაუშვებელია და ძალზე სახიფათო.

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ასევე გაკეთდა არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ერთი ნაწილი გეგმავდა ე.წ. „საკონსტიტუციო გადატრიალებას“ და ამ მიზნით განზრახული ჰქონდა არჩევნების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადება, რაც არჩევნების ჩაშლას გამოიწვევდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქმის გადაწყვეტაში მონაწილე არც ერთ მოსამართლეს არ გამოუთქვამს მოსაზრება, რომ არჩევნების მომწესრიგებელი კანონმდებლობა იყო არაკონსტიტუციური. შესაბამისად, თეორიულადაც კი, არ არსებობდა საფუძველი იმისა, რომ გადაწყვეტილებას გამოეწვია პარლამენტის მხრიდან საარჩევნო ოლქების ხელახლა მოწესრიგების საჭიროება.

ამდენად, დღეს გავრცელებული განცხადებები არის მკაფიო მაგალითი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ობიექტები გახდნენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო“, - ნათქვამია გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა
ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე
ადამიანი. 
შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 
06:48 / 12.03.2017
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ
ექვს პირს გაათავისუფლებენ.

 

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ ექვს პირს გაათავისუფლებენ.


 

02:01 / 12.03.2017
მთავარი პროკურატურა ბრალდებულ
გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს
ასაჯაროებს.

მთავარი პროკურატურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.

14:51 / 08.03.2017
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი
გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე,
რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე, რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
17:25 / 26.10.2016
საქართველოს მთავარი პროკურატურის
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების
14:38 / 26.10.2016
ახალი ამბები