სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს
1975 წელს დაბადებული რ. გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის
წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული რ.
გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და
გასაღების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ
დაადგინა, რომ რ. გ.-მ ნარკოტიკული საშუალება მოქალაქეს მიჰყიდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი
ბინის ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული 0,4773 გრ ჰეროინი და 7 აბი
„ტრამადოლი“ ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული
საშუალების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის
ნაწილი.
დაკავებული ჩადენილ
დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და
გასღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3
ნაწილით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).