კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სამართალი
შსს-მ 2009-2011 წლებში გადამალული დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
ამოღებულია  ფეთქებადი  ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უსაფრთოხების სამსახურთან და პროკრატურასთან ერთად, დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.- ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.

კერძოდ, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა 2009-2011 წლების განმავლობაში განხორციელდა.

სამართალდამცველებმა სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე და გორის რაიონში, ქვის სამტვრევი ქარხნის მიმდებარედ, ტყის მასივში, მიწის ქვეშ იპოვეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

საქმეზე დანიშნული პიროტექნიკური, ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამარხში ნაპოვნი 3062 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული ვაზნა განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატების, "РПК" ხელის ტყვიამფრქვევისა და სხვა იარაღისთვის. ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად.

აღნიშნულ სამარხში ნაპოვნი იქნა, ასევე, დანიშნულებით გამოსაყენებლად ვარგისი, ქარხნული წესით დამზადებული: 3 ერთეული „ОШ“ ტიპის ცეცხლგამტარი ზონარი;

3 ერთეული „МОН-50“ ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი; 1 ერთეული ამფეთქ-ცეცხლგამჩენი მუხტი; ტროტილის 39 კოჭა; 7 ერთეული „ВУЗ-4“ ტიპის ამფეთქი მოწყობილობა; 2 ერთეული ნაღმის ამფეთქის ელექტრო-დამრტყმელი მოწყობილობა;

3 ერთეული ჰექსოგენის შემცველი პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერება; 6 ერთეული ჰექსოგენის შემცველი პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერების 500 გრამიანი კოჭა; 42 ერთეული ელექტროდეტონატორი; 1 ერთეული „РПГ-26“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი; 60 მმ-იანი ნაღმმტყოცნისთვის განკუთვნილი 1 ნაღმი; 40 მმ-იანი ლულისქვეშა ყუმბარმტყოცნისთვის განკუთვნილი 31 ერთეული „ВОГ-25“ ტიპის გასროლა; 1 ერთეული „Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული „РГД-5“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 3 ერთეული „РГ-42“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 2 ერთეული „GHO-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 5 ერთეული „ПТМ-3“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 2 ერთეული „УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალია; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 2 ერთეული „FD-1“ ტიპის ამფეთქი ფალია; 12 ერთეული „МД“ ტიპის დეტონატორი; 4 ერთეული კაფსულ-დეტონატორი; 1 ერთეული ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი „УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალიის დეტონატორი; 1 ერთეული დეტონატორის გადამყვანი სამარჯვი;

21 ერთეული ამფეთქი კაფსულა; 17 ერთეული ელექტრო გასართი; 1 ერთეული „ТМ-62“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი; „ТМ-62“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმისთვის განკუთვნილი 1 ერთეული „МВЧ-62“ ტიპის ამფეთქი.

სამართალდამცველების მიერ თბილისში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში მიწის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა შემდეგი სახის საბრძოლო მასალა:

სროლისთვის ვარგისი, ქარხნული წესით დამზადებული, რუსეთის წარმოების, 9მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტი; კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩი; ქარხნული წესით დამზადებული, 7,62 მმ კალიბრის 40 ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, რომელიც განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისთვის; ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრის 10 ცალი სამხედრო - სპეციალური დანიშნულების ,,СП-6“ ვაზნები, განკუთვნილი ამავე კალიბრის იარაღებისთვის; ქარხნული წესით დამზადებული, სპეციალური დანიშნულების,,НРС“ მოდელის 7,62 მმ კალიბრის მზვერავის სასროლი დანა; 2 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „РГД-5“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „РГО“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 2 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალია; 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „УДЗ“ ტიპის ამფეთქი ფალია; 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „M-80“ ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „РПГ-22“ ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი.

სამართალდამცველებმა სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში, მიწის ქვეშ იპოვეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის, ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა: 1 ერთეული კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5,45 მმ კალიბრის, “AKC-74” მოდელის ავტომატი; 1 ერთეული კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5,45 მმ კალიბრის “AK-74” მოდელის ავტომატი; ავტომატებისთვის განკუთვნილი 1 ცალი კონდახი, 2 ცალი სახელური და 1 ცალი კომპენსატორი.

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით,"სტეჩკინის" კონსტრუქციის პისტოლეტი და "АКС-74" მოდელის ცეცხლსასროლი ავტომატი ძებნილი იარაღების მონაცემთა ბაზაში აყვანილია აღრიცხვაზე, როგორც დაკარგული.

სამართლდამცველების მიერ მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში, მიწის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა შემდეგი სახის, ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა:

ტყვიამფრქვევისთვის, ავტომატებისთვის, კარაბინებისა და სხვა იარაღისთვის განკუთვნილი 1297 ცალი ვაზნა; 38 ცალი მჭიდი; 2 ერთეული „РГД-5“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 4 ერთეული „РГН“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული „РГО“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული საბოლე კოჭა; 1 ერთეული ტროტილის 75 გრ-იანი კოჭა; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 2 ერთეული „УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალია; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 5 ერთეული „УДЗ“ ტიპის ამფეთქი ფალია; 8 ერთეული „РГД-5“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული „Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; „M 79“ ტიპის ყუმბარმტყორცნისათვის განკუთვნილი 5 ერთეული გასროლა; 40 მმ-იანი ლულისქვეშა ყუმბარმტყოცნისთვის განკუთვნილი 6 ერთეული „ВОГ-25“ ტიპის გასროლა და ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 9 ერთეული „УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა
ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე
ადამიანი. 
შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 
06:48 / 12.03.2017
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ
ექვს პირს გაათავისუფლებენ.

 

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ ექვს პირს გაათავისუფლებენ.


 

02:01 / 12.03.2017
მთავარი პროკურატურა ბრალდებულ
გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს
ასაჯაროებს.

მთავარი პროკურატურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.

14:51 / 08.03.2017
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი
გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე,
რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე, რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
17:25 / 26.10.2016
საქართველოს მთავარი პროკურატურის
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების
14:38 / 26.10.2016
ახალი ამბები