მომავალი ჟურნალისტების 1 დღე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში
სტუდენტებს
საშუალება ჰქონდათ, მეტი ინფორმაცია გაეგოთ ქართული არმიის
შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა 24 საათი საჩხერის სამთო
მომზადების სკოლაში გაატარეს.
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მეტი ინფორმაცია გაეგოთ ქართული არმიის
შესახებ, გაევლოთ ფიზიკური და სამედიცინო კურსი და მონაწილეობა მიეღოთ
იმიტაციურ ბრძოლაში.
მომავალი ჟურნალისტებისთვის სპეციალური პროგრამა სკოლის
ინსტრუქტორებმა და თავდაცვის სამინისტროს მასმედიასთან ურთიერთობის
სამმართველომ, ნატოს მოთხოვნების გათვალისწინებით, ერთობლივად
შეიმუშავეს. კურსის განმავლობაში სტუდენტებს ინსტრუქტორები
ინდივიდუალურად უხსნიდნენ, თუ როგორ უნდა იმუშაონ საბრძოლო ვითარების
დროს ისე, რომ არ დაზარალდნენ და არ დააზიანონ სამხედროების
ინტერესები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკვე ერთი წელია, შესაძლებლობას
აძლევს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს თავდაცვის
ინფრასტრუქტურის გამოყენებითა და ინსტრუქტორების დახმარებით მიიღონ
ცოდნა სამხედრო ჟურნალისტიკის მიმართულებით, შეიძინონ პროფესიული
უნარ-ჩვევები და უფრო ახლოს გაიცნონ ქართული ჯარის ცხოვრება.