დღეიდან პენსია გაიზარდა
სულ ეს
ცვლილებები შეეხება 35 000-მდე ადამიანს.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პენსიების ზრდის
პროცესი 1 ივლისიდან დაიწყება და მოიცავს რამოდენიმე
მიმართულებას.
"პირველი ივლისიდან პენსია გაეზრდებათ შშმ პირებს - მკვეთრად
გამოხატულ კატეგორიას და ბავშვებს. 18 წლამდე ბავშვებში ეს
კატეგორიები დიფერენცირებული არ არის. მათი პენსია, ისევე, როგორც
ასაკით პენსიონერების, 180 ლარი გახდება.
სულ ეს ცვლილებები შეეხება 35 000-მდე ადამიანს. ასევე, საპენსიო
ცვლილებებით, რომელიც პირველი ივლისიდან შედის ძალაში, ზრდა შეეხებათ
ასაკით პენსიონერებს. ეს ზრდა აბსოლუტურ რიცხვებში გამოიხატება 20
ლარით ანუ პენსია გახდება 180 ლარი.
ბოლო 4 წლის განმავლობაში ასაკობრივი პენსიის საერთო სურათს რომ
შევხედოთ, თუკი ჯამური ბიუჯეტი 2012 წელს 1,045 მილიარდი ლარი იყო,
წელს ეს არის 1,570 მილიონი ლარი, ანუ საპენსიო ანაზღაურება ნახევარ
მილიარდზე მეტით გაიზარდა. პროცენტულად ეს არის 65%-იანი ზრდა.
ასევე მნიშვნელოვანია პენსიონერების საერთო რაოდენობა როგორ შეიცვალა
ბოლო 4 წლის განმავლობაში.
2012 წელს იყო 680 000 ასაკით პენსიონერი, წელს რეგისტრირებულია 713
000 ასაკით პენსიონერი, ანუ 33 000 -ით მეტი",-განაცხადა
მინისტრმა.
როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, 1 სექტემბირდან მთის კანონთან
დაკავშირებით კანონში შევა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მთაში
მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს დამატებით პენსია კიდევ 20 პროცენტით
გაეზრდებათ და ჯამში პენსია უკვე 216 ლარი იქნება.